სიახლეები
სკოლები

„სწავლა-სწავლების მეთოდი/მულტიმოდალური სწავლება“ - სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ლამზირა ოსეფაშვილის მორიგი საინტერესო სტატია
18-01-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა, გამოწვევებს არ უშინდება და მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს სთავაზობს. 

პედაგოგი გვიზიარებს სტატიას ერთ-ერთი საინტერესო მეთოდის - მულტიმოდალური სწავლების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

სწავლა-სწავლების მეთოდი/მულტიმოდალური სწავლება

საგაკვეთილო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას. ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობის ინდივიდთა თანაბარ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, რათა დაკმაყოფილდეს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური- განათლების უფლება. ამ მხრივ კარგი მეთოდია მულტიმოდალური მიდგომა, ინკლუზიური განათლება, რომელიც ითვალისწინებს ყველას ჩართულობას.

გაკვეთილი ხარისხიანია მაშინ, როდესაც ქცევის წესები დარეგულირებულია, მასწავლებელი სწავლა-სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებს, გამართულია შეფასების სისტემა, გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები, ინტერაქციაა, განსხვავებული აზრი მიღებული და წახალისებულია, მასწავლებელი იყენებს სწავლების განსხვავებულ სტილს.

საგანმანათლებლო პროცესში არაჩვეულებრივი მეთოდი დაინერგა, ეს არის მულტიმოდალური სწავლება, რომელიც გულისხმობს მრვალფეროვანი სტრატეგიების/მასალის გამოყენებას და მოიცავს მგრძნობელობის ყველა არხს, რომლებიც ადამიანის შეგრძნებების გააქტიურებას უწყობს ხელს.

ზოგი მოსწავლე უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს მოსმენილ ინფორმაციას, ზოგი უკეთ გაიგებს თუ დახატავს, უჩვენებენ ფოტოებს, ზოგიერთი მოთხრობის მოსმენას ამჯობინებს, ნაწილს ურჩევნია ფიზიკურად ჩაერთოს პროცესში: გაითამაშოს სპექტაკლი, შექმნას კომიქსი და ასე გაიგოს შინაარსი.

კითხვის პროცესი შეიძლება განხორციელდეს ოთხი ძირითადი შეგრძნების ჩართვით: ვიზუალური (კითხვა), ტაქტილური (ბრაილის შრიფტი), აუდიო (დისკებზე ჩაწერილი წიგნები) და მულტისენსორული (ყველა შეგრძნებების გაერთიანებით). მულტიმოდალურ ინტერაქციაში ჩართულია მხედველობის, სმენის, დაბეჭდილი სიტყვების ტაქტილურად აღქმის აქტივობები. ამ დროს წიგნის მხედველობით წაკითხვას შეიძლება თან ახლდეს პლასტილინის ასოების დაფაზე გამოძერწვა,
საწერად შესაძლებელია ქაფის, ქვიშის, ბრინჯის გამოყენება.

როდესაც კლასში ბევრი მოსწავლეა, მასწავლებელი იყენებს ეკლექტურ მიდგომებს, ანუ მეთოდების ერთიანად კომბინირებას.

როდესც მოსწავლეს ერთი არხი სუსტად აქვს განვითარებული, მეორე უძლიერდება, მაგალითად, თუ მხედველობა დაქვეითებულია, სმენა აქვს კარგი.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით ბევრად უკეთესი მეთოდია მულტიმოდალური სწავლება და ყველა ტიპის მოსწავლის შესაძლებლობებს ეხება. თუ მოსწავლე ვერ აღიქვავს მასალას, დახატოს, სიუჟეტური ბარათების საშუალებით გამოხატოს აზრი, ნარჩენი სმენის შემთხვევაში, პირის აპარატის გაძლიერებაა რეკომენდირებული, სმენის არ ქონის შემთხვევაში, ვიზუალური მასალები, კეთებით, შეხებით სწავლება, მცირე მხედველობის შემთხვევაში, შრიფტის ფონტის გადიდება,
მხედველობის არ ქონის დროს ბრაილის შრიფტი.

როგორ ხდება მხედველობითი არხის ჩართვა?

  • ახალი ინფორმაციის ასათვისებლად მნიშვნელოვანია კომიქსები, სიუჟეტური ბარათები, ილუსტრირებული მასალები;
  • განსხვავებული ინფორმაციის გარჩევის მიზნით რეკომენდირებულია სხვადასხვა ფერებით კოდირების ტექნიკა, განსხვავეული ინფორმაცია სხვადასხვა ფერით გააფერადოს;
  • ბავშვს უნდა მიეცეს უფლება მოთხრობის შესაბამისი მასალა დახატოს;

როგორ ხდება სმენითი არხის გააქტიურება?

  •  ახალი ინფორმაციის ახსნისას ხმამაღლა მსჯელობით;
  •  საკვანძო საკითხების ხმამაღლა გამეორებით;
  • ტექსტის ხმამაღლა კითხვით;
  • სწავლებისას აუდიო და ვიდეო მასალების გამოყენებით;
  • თხრობის უნარის განვითარებისთვის თხრობის წახალისებით (თუ მოსწავლეს უჭირს თხრობა) შეკითხვების დასმით და მათზე პასუხის გაცემით;
  • ხმამაღლა მსჯელობით, ახალი მასალის წინარე ცოდნასთან დაკავშირებით.

როგორ ხდება კინესთეტიკური არხის ჩართვა?

  • როლური თამაშით, მოდელირებით;
  • ცხოვრებისეული სიტუაციების გარჩევით, თემათან პარალელის გავლებით;
  • თეორიული მასალის სწავლებასთან ერთად და ბავშვთან ერთად კეთებით სწავლების მეთოდის გამოყენებით;
  • მოტივაციის გაზრდის მიზნით სახალისო აქტივობების დაგეგმვით.

მოსწავლისთვის ერთდროულად ბევრი მასალის მიწოდება დაუშვებელია, რათა ფრუსტრაციაში არ ჩავარდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა შეუმცირდეს აქტივობები. მნიშვნელოვანის ის გარემოება, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს, ყოველი აქტივობა მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან, შესაძლებლობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

მოსწავლეები

  •  აღმოაჩენენ
  • უცქერენ
  • აკვირდებიან
  • უსმენენ
  • იწერენ
  • პროდუქტიულად ასრულებენ.
მულტიმოდალური აქტივობები ყველა თემატიკასა და მიზანს შეიძლება მოერგოს. ამ გზით ახსნილ ახალ მასალას მოსწავლე უკეთ იგებს და იმახსოვრებს. შედეგად უმჯობესდება მისი აკადემიური მოსწრება, რადგან ყოველი ასეთი გაკვეთილის დაგეგმვის წინ მაღლდება განწყობა, მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი.

სწავლების ცენტრში დგას მოსწავლე, მასწავლებელს ფასილიტატორის როლი აქვს. მის მოხერხებულობაზე, ყურადღების კონცენტრირებაზეა დამოკიდებული მოსწავლის მახასიათებლები, გასაუმჯობესებელი მხარეები. დროულად დანახული გამოწვევა დროული ინტერვენციები და მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები აღმოფხვრის პრობლემებს და გააუმჯობესებს მოსწავლის აკადემიურ ხარისხს.

ავტორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

ვისთვის იქნება სავალდებულო სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა - დეტალები ბრძანებით განისაზღვრა

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება