| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N143 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით არის გაჯერებული, მათ შორის კი აღსანიშნავია, პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის“, ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები.
სკოლის დირექტორის თამარ ჭარბაძის ინიციატივით, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა იაკობ გოგებაშვილის კვირეული, სახელწოდებით - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“, რომელშიც სხვადსხვა კლასის მოსწვალეები საინტერესო იდეებით ჩაერთნენ.
სკოლაში, პროექტს შეუსაბამეს საკლასო პროექტი - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“. IIIბ კლასის მოსწავლეებმა კი გააცოცხლეს დიდი საზოგადო მოღვაწის ერთ-ერთი მოთხრობა - „იავნანამ რა ჰქმნა?!“. მოსწავლეებმა ემოციებით დატვირთული წარმოდგენა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„ დღევანდელი დღე, ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისათვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიების ორგანიზებაში“, - ასე შეაფასეს ღონისძება სკოლაში. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ნატა ქუშაშვილი გახლდათ.
აღნიშნულ ინიციატიავას, 26 დეკემბერს IIბ კლასის მონაწილეებიც შეუერთდნენ. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი წლის ქართული ტრადიციები გააცნეს. კლასის ხელმძღვანელი შ. ჯიშკარიანი გახლდათ.
კვირეულში - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“, IIგ კლასის მოსწავლეებიც, დამრიგებლის ნეკო ლაცაბის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა წარადგინეს ზღაპარი ასო-ბგერებზე, რომელშიც მეგობრობის და ერთობის ძალა იმარჯვებს, განასახიერეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები.
კვირეული არც IIIდ კლასის მოსწავლეებს გამოუტოვებიათ, პროექტის ფარგლებში, მათ წარმოადგინეს ღონისძიება, სახელწოდებით - „იაკობის საჩუქარი“. მისი შინაარსი ეხმიანება სკოლაში დაგეგმილი კვირეულის თემას - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“ და გადმოცემს დედა ენის შექმნის ისტორიას. კლასის დამრიგებელი მ.თუმანიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივას Iგ კლასიც შეუერთდა, მოსწავლეებმა წარადგინეს ღონისძიება - „იაკობი და მისი მოთხრობები“. მათ გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი, საშობაო წარმოდგენაც დადგეს. Iგ კლასის დამრიგებელი სოფო დათუნაშვილია.
„მეგობრობის ძალა ჯადოსნურ სამყაროში“- საინტერესო წარმოდგენით შეუერთდა ინიციატივას IIდ კლასი, დამრიგებელის თამილა ცქვიტინიძის ხელმძღვანელობით.
29 დეკემბერს, IIე კლასიც დიდი ინტერესით შეუერთდა ინიციატივას, სკოლის სცენაზე წარადგინეს ღონისძიება - „ჯადოსნური ახალი წელი“. IIე კლასის დამრიგებელი ნინო ჩილინდრიშვილი გახლავთ.
შთამბეჭდავი ღონისძებების სერიას კი, მუსიკალურად აფორმებდნენ პედაგოგები: თეა არზიანი და მზია გაგნიძე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა