| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალ 2024 წელს ენთუზიაზმით შეხვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას საოცარი წუთები აჩუქეს. სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საახალწლო ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„მახარებს მათი ღიმილიანი და ბედნიერი სახეები“, - აღნიშნავს პედაგოგი სოფო ერისთავი.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: ეკატერინე თავაძე, მანანა ერისთავი, მარი თუთბერიძე. მათ ასევე ეხმარებოდნენ მოსწავლეთა მშობლები.
„ერთად ყველაფერს შევძლებთ. ასე ლამაზად და ხალისიანად გავაცილეთ 2023 წელი. დიდი მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს: ეკატერინე თავაძეს, მანანა ერისთავს, მარი თუთბერიძეს“, - ამბობს პედაგოგი.
სკოლაში ყველას დიდი სიყვარულით ულოცავენ ახალ წელს.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობის, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის 2024 წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა