სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი​ საახალწლო ზარ-ზეიმი ბავრის საჯარო სკოლაში
08-01-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.

სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ქართული ენის მასწავლებელმა ჯული ველელი შირინიანმა, მოსწავლეებთან ერთად, ქართულ ენაზე საინტერესო და ლამაზი ღონისძიება მოაწყო. მე-7 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოთქვეს ქართველი პოეტების საახალწლო ლექსები, მილოცვები, იმღერეს ალილო და ბევრი სხვა ქართული საახალწლო სიმღერა, შეასრულეს ქართული ცეკვები.

მე-7 კლასის დამრიგებელი სავინა კარსლიანი მოსწავლებს ღონისძიების ორგანიზებაში დაეხმარა. ლამაზად, საზეიმოდ მოირთო საკლასო ოთახი, სადაც ბავშვებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.

ასევე, დაწყებითი კლასების მასწავლებელ სარან კარსლიანთან ერთად, მოსწავლეებმა ქართულ-სომხურ ენაზე საზეიმო სანახაობა მაწყვეს. ღონისძიებას მშობლები და ადგილობრივი ტელევიზია დაესწრო, რომელმაც ღონისძიება გააშუქა.

ინგლისური ენის მასწავლებელმა ლანა ალექსანიანმა, მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინგლისურ ენაზე წარმოდგენა გამართა. ბავშვებმა ინგლისურ ენაზე წარმოთქვეს ინგლისელი პოეტების ლექსები, ინგლისურ ენაზე იმღერეს საახალწლო ცნობილი სიმღერები, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი სიხარული გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებში.

მე-10 კლასის მასწავლებელმა კარინე გაბრიელიანმა კი, თავის მოსწავლეებთან ერთად გამართა წარმოდგენა-შოუ - „ვის უნდა გახდეს მილიონერი“. წინასაახალწლო ზეიმმა ძალიან ლამაზად ჩაიარა და დაუვიწყარი წუთები აჩუქა მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება