სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შობის ღამის სიზმარი“- თბილისის N107 სკოლის IV კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო სპექტაკლი
08-01-2024
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

IVდ კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ციცინო კირთაძისა და მუსიკის მასწავლებლის - ქეთი ოთიაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო სპექტაკლი - „შობის ღამის სიზმარი“ გამართეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, სცენის საოცრად გემოვნებით მორთულმა დეკორაციამ აღაფრთოვანა მაყურებელი. პატარებმა ნამდვილი საშობაო განწყობა შექმნეს სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერები, ლექსები, ცეკვები. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. ის შესანიშნავი ღონისძიება, რომლისთვისაც დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების მხრიდან, საოცარი სანახაობა აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები საოცარი ნიჭითა და არტისტიზმით გამოირჩევიან და უნაკლოდ შეასრულეს თითოეული როლი.

„შობა მისტერიაა, რომელიც სამყაროს ცვლის. ეს ერთხელ მოხდა და კვლავ მეორდება მარადიულად, რადგან შობა ადამიანის სულიერი სამყაროს წიაღში ხორციელდება. ქრისტე ჩვენს გულში უნდა დაიბადოს, მხოლოდ ამგვარად ეზიარება ადამიანი ამ საიდუმლოს, რომელმაც განახლება უნდა მოიტანოს. შობამ თვალი უნდა აუხილოს, გააღვიძოს ადამიანი, მოსწავლეები ამას ბავშვობიდან უნდა ეზიარონ.
საოცარი კოსტუმირებით გამორჩეული ბავშვები თავს იწონებდნენ სხვადასხვა როლებში. 
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"- მღერიან მეოთხეკლასელები და მათ კარგად იციან, რომ რწმენა, მშვიდობა და სათნოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. გალაკტიონ ტაბიძე ერთ ლექსში წერს: „ვის არ უგრძვნია ცრემლი შობის ხეების რხევით?“- ტკბილი განწყობილებები მსჭვალავდეს ყველა თქვენგანის ცხოვრებას! ახალი წელი ხომ ახალი სურვილების დროა.. „სიხარულმა, სიყვარულმა, დაგიმშვენოთ დღე, სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეთ გზებს, იმედი და უფლის რწმენა არ მოგკლებოდეთ, მთელი გულით მოგილოცავთ ქრისტეშობის დღეს!“-ასე ემღერებათ და სწამთ ამ ბავშვებს... რწმენა, იმედი, სიყვარული არ მოჰკლებოდეთ ამ საოცარ ბავშვებს და მთლიანად საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება