სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - შუასურების საჯარო სკოლის საინტერესო პროექტი და მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება 
08-01-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის, სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გრძელვადიანი პროექტი - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, II-XII კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება ჩატარდა. ის სასწავლო და შემეცნებითი კუთხით დატვირთული იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეთა ჩართულობა კი მაღალი იყო. მასში ჩართვის სურვილი რამდენიმე მშობელმა გამოთქვა, ისინი მოსწავლეებს ნარჩენებისგან ორიგინალური ნივთების დამზადებაში დაეხმარნენ.

ღონისძიების მოკლე გეგმა შემდეგი პუნქტებისგან შედგება:

1. პრეზენტაცია - „დავიცვათ გარემო“ (XI XII-კლასები);
2. ნარჩენების მართვა-ლექცია (ბიოლოგიის მასწავლებელი);
3. ნარჩენებისგან შექმნილი ნივთების გამოფენა - „ჩვენი მარჯვე ხელები“ (V-VIII კლასები);
4. კედლის გაზეთის პრეზენტაცია - „რა შეუბრალებელია ადამიანი?!“ (V კლასი);
5. ჩანახატის წარმოდგენა შესაბამისი ნახატებით - „ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბავი“ (მარიამ ჩუჟბა) მე-8 კლასის მოსწავლე;
6. საინფორმაციო დაფის მოწყობა/ნახატების გამოფენა (ეკოკლუბის წევრები);
7. ფილმის ჩვენება-განხილვა (ეკოკლუბის წევრები);
8. აქცია - არ მოჭრა ნაძვის ხე! (საინფორმაციო ბარათების შექმნა და დარიგება სოფელში) - ეკოკლუბის წევრები.

აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი, ხოლო პროექტის თანამონაწილე ბიოლოგიის მასწავლებელი - ნატო შათირიშვილი.

„მოსწავლეები თავად იყვნენ თანატოლგანმანათლებლები“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება