სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები სოციალურ საწარმოს ესტუმრნენ
08-01-2024
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის სესიები.

კლუბს ფასილიტატორი ამავე სკოლის მასწავლებელი ნათია თომაშვილია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებში“ მიმდინარე აქტივობების მიზანია მოზარდებს განუვითარდეთ კარიერული განვითარებისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.

კლუბის წევრების სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო სოციალური საწარმო „კაფუნეში“ ვიზიტი. ეს საწარმო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოციალიზაციაზე ორიენტირებული ადგილია.

მოსწავლეებმა ხელმძღვანელი პირისგან მიიღეს საჭირო ინფორმაცია და რჩევები სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იდეა აქციო რეალობად.

„კლუბების მუშაობა ეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს. „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები“ შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის" (Brot) ფინანსური მხარდაჭერით“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება