| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ტრადიციული საახალწლო კარნავალით დაგვირგვინდა.
კარნავალი 29 დეკემბერს დეკემბერს გაიმართა და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო თეატრალიზებული კარნავალი - „სამოთხე დედამიწაზე“.
აღსანიშნავია, რომ ამ შთამბეჭდავი კარნავალის სცენარისტი ქართული ენისა და ლიტერატორის პედაგოგი სალომე ქობალია, ქორეოგრაფი კი, ჟანა ბენიძე იყვნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეული იყო წლევანდელი კარნავალი ნიღბებითა და კოსტიუმებით. მოსწავლეებმა ისტორიული პერსონაჟების როლები მოირგეს და დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ კარნავალის წამყვანები Xბ კლასის მოსწავლე ნაპოლეონი - ლუკა ტყაბლაძე (სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე) და XIა კლასის მოსწავლე ნატა გაბედავა გახლდათ.
„სცენაზე გაცოცხლდა ცნობილი კინოფილმების გმირები, იყო ცეცხლოვანი ცეკვები, უტკბილესი სიმღერები“, - ასე აფასებენ სკოლაში დაუვიწყარ კარნავალს, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები. ბოლოს სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, ყველას სიხარული, სიკეთე, ჯანმრთელობა, წარმატება და ულევი ბედნიერება უსურვა.
კარნავალი ულამაზესი ფეიერვერკებით დაგვირგვინდა.
„მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი კრეატიული ბავშვები. ყოჩაღ,ბავშვებო!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა