| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პირველიდან-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ სადღესასწაულო ღონისძიებები მოაწყვეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა აჩუქეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა შეასრულეს იუმორისტული ნომრები, ზღაპრული პერსონაჟები განასახიერეს და ბევრი იმხიარულეს.
„განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები, რომელთაც ქართული და სომხური ზღაპრების გმირთა როლები მოირგეს. დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ბავშვები განსაკუთრებით გაახარა თოვლის ბაბუის საჩუქრებმა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა