სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სწორად შერჩეული, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და პრაქტიკული დავალებები - მათემატიკის საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ქუთაისის N40 სკოლაში
06-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. ტრადიციულად, პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავდნენ და მათ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, 21 ნოემბერს, მე-4ა კლასში, ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის თემაც იყო - „შეკრებისა და გამოკლების თვისებების დემონსტრირება გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით“. სასწავლო პროცესს დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მე-4ა კლასის ხელმძღვანელი ქეთინო დიაკონიძე უძღვებოდა. 

სწორად შერჩეული და მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებით, მასწავლებელმა მოსწავლეებს გაუადვილა ახალი მასალის გაგება-გააზრება. ბავშვებმა ხალისით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექტორმა დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება