სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის პირველკლასელთა თამამი პირველი ნაბიჯები და შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
06-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახა. პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ყველაზე პატარების - პირველკლასელების სასწავლო მოტივაციაზე. 

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა პირველი ნაბიჯები მართლაც საინტერესო და სახალისოა.

მათ შორის, პირველკლასელების პირველი საჩვენებელი გაკვეთილი, მრავალფეროვანი, მიზანმიმართული აქტივობების მონაცვლეობით საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - ინგა მეტონიძემ სააზროვნო კითხვების დასმით აქტივატორის როლი შეასრულა. 1-ელი ბ კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება, გაიმდიდრეს ლექსიკა და გამოთქვეს საკუთარი აზრი, პერსონაჟების ქცევასა და საკუთარ გამოცდილებას შორის პარალელი გაავლეს.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე ესწრებოდა, რომელმაც დადებითი შეფასებებითა და პოზიტიური უკუკავშირით ახალბედა მოსწავლეების თვალები სიხარულით აანთო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება