სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ციკლი პროგრამირებაში“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასში სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა 
03-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

მათ შორის, მე-3ბ კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა თამთა გაჩეჩილაძემ, სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი - „ციკლი პროგრამირებაში“ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, ვიზუალური ბლოკების საშუალებით, მოსწავლეები პროგრამულ კოდს აგებენ და ასე თამაშ-თამაშით, სახალისო გარემოში, პროგრამირების ძალიან რთულ, საკმაოდ კომპლექსურ პრინციპებს სწავლობენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის დირექტორი - ნინო ვარდოსანიძე და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი - მარიამ ივანიძე ესწრებოდნენ.

კლასის ხელმძღვანელი - ნათია ჟორჟოლიანი და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - თამთა გაჩეჩილაძე მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

„პროგრამირების სწავლა ჩვენს სკოლაში ძალიან საინტერესო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმების დახმარებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა გახლავთ code.org.
სწორად შერჩეული და მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებით, მასწავლებელმა ტრანსფერი მოახდინა ბუნებაში და ყოველდღიულ ცხოვრებაში არსებულ ციკლურ პროცესებთან, რამაც მოსწავლეებს გაუადვილათ ციკლის მნიშვნელობის გაგება-გააზრება და ხალისით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
ბოლოს, ქალბატონმა ნინომ დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება