სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის - გუგული ხუჯაძისა და მისი მოსწავლეების ნაყოფიერი და წარმატებული პირველი სემესტრი
29-12-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველ ნახევარში განახორციელა არაერთი საინტერესო პროექტი და გაიმართა მრავალი ღონისძიება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ისტორიის პედაგოგის - გუგული ხუჯაძისა და მისი მოსწავლეების აქტიური მუშაობა.

სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ტურიზმის მიმართულების ინიციატივით, განხორციელდა კონკურსი - „ჩემი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები“. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ასევე მოსწავლეთა ხედვის ასახვა - თუ როგორ შეიძლებოდა წარმოეჩინათ ადგილები, რომლებიც ტურისტულ ობიექტებს, კულტურულ თუ ბუნებრივ ძეგლებს წარმოადგენენ. მოსწავლეებს უნდა წარედგინათ ფოტო თუ ვიდეომასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

XI კლასის მოსწავლე ნინი სხილაძემ გადაიღო ფოტოები და ვიდეორგოლი მუნიციპალიტეტში არსებულ ძეგლებზე ასახა - ნავენახევის მღვიმე, თამარის ხიდი, მდინარე ჭიშურის ხედები.

მან საპრეზენტაციო ფორმატში წარადგინა დავალება. მოსწავლის ნაშორმი კომპეტენტურმა ჟიურიმ დადებითად შეაფასა და ნინი სხილაძემ ფულადი ჯილდო 150 ლარი დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლეს და მის მასწავლებელს გამარჯვებას ულოცავენ. 

აგრეთვე, სკოლაში დაკომპლექტებულმა ინტელექტუალთა გუნდმა „ჩირაღდანი“ (ხელმძღვანელი მასწავლებელი გუგული ხუჯაძე) აქტიური მონაწილეობა მიიღო თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში.

გუნდმა 9 ქულა მოაგროვა და 24 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიმსახურა. მოსწავლეები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

ასევე, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშში -„უხილავი ხილული“.

ინტელექტუალური თამაშის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარება, თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება, საუკეთესო ინტელექტუალური გუნდის, მოაზროვნისა და საუკეთესო შეკითხვის ავტორის გამოვლენა.

ინტელექტუალური თამაში ჩატარდა სკოლაში I – II ტურად. I- ტური იყო შიდასაკლასო, რომელშიც მონაწილეობდნენ V-VI-VII-VIII კლასების მოსწავლეები. II ტურში გამარჯვებულ გუნდებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული VIII კლასის გუნდი „ცოდნა“, რომელიც შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. III ტური თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება. 

სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება