სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუვიწყარი საახალწლო დღესასწაული ჯვარას საჯარო სკოლაში
29-12-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

სკოლაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ეს ​დღე ნამდვილი დღესასწაული იყო ჯვარას სკოლი აღსაზრდელების, პედკოლექტივისა და დამსწრე საზოგადოებისათვის. საახალწლო განწყობა ამაღლებული და ფრთებშესხმული იყო უამრავი ლექსით, ცეკვით, სიმღერით, პიესებით და სხვა აქტივობებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ბავშვებმა შეძლეს ეს დღე დღესასწაულად ექციათ.

„ჩვენი სკოლის შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან რაოდენობრივად მცირე ჯგუფმა თავი ისახელა და დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად  აჩვენეს შესაძლებლობების მაქსიმუმი“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში დამდეგ შობა-ახალს წელს ყველას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

„ჯვარას საჯარო სკოლა ვუერთდებით მთელი ქვეყნის სიხარულნს, ახალი წლის მობრძანებას და ამ მაღალმთიანი და ძალიან მცირეკონტიგენტიანი სკოლიდან ყველას გილოცავთ დამდეგს! ჩემო მამულო, ფეხბედნიერი იყოს შენთვის ახალი წელი“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება