სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი მოსწავლეებს!“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო საახალწლო პროექტი განხორციელდა
29-12-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა დაგეგმეს და განახორციელეს საახალწლო პროექტი „მასწავლებელი მოსწავლეებს!“

თითოეული საგნის კათედრის წარმომადგენლებმა საახალწლო თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ სკოლაში, პრეზენტაციების სახით წარადგინეს.

პრეზენტაციებზე წარდგენილი იყო ასევე თემები: ახალი წელი მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, მუსიკაში, ქიმიაში,  ფიზიკასა და  ბიოლოგიაში, პოეზიაში, საახალწლო ტრადიციები საქართველოში, საფრანგეთში, რუსეთში,  ამერიკაში.

აქტივობებში ჩართულნი იყვნენ სკოლის ექიმებიც. მათ კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც მოცემული იყო რეკომენდაციები პიროტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით.

„პედაგოგების მასალა იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და ინოვაციური“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის მე-2 ეტაპზე მოსწავლეებმა პედაგოგების მოძიებული ინფორმაციები გადაინაწილეს და შექმნეს ულამაზესი საახალწლო კედლის გაზეთები. კედლის გაზეთები გამოიფინა სკოლის ფოიეში.

საახალწლო მუხტის ასაწევად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათივე ინიციატივით მოიხატა დერეფნის მინები.

„მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, საახალწლო კედლის გაზეთების გამოფენას მისცემოდა კონკურსის სახე, ჟიურის წევრობაც თვითონ ითავეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს - დაწყებითები კლასების კათედრა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, დამდეგ ახალ წელს ყველას ულოცავენ.

„გვინდა, ახალი წელი მივულოცოთ მთელ შორაპნის საჯარო სკოლის სასკოლო თემს, მთელ საქართველოს. მშვიდობიანი წელი შემობრძანებულიყოს მსოფლიოში“,  - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება