სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N217 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ
29-12-2023
-
+


თბილისის N217 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები - ქეთევან შველიძე, რუსუდან ქელდიშვილი, დალი მჭედლიშვილი, მზია პირველი Key Consulting-ის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის ორგანიზებულ „არასასკოლო აქტივობებში მოსწავლეებისათვის“ პირველად ჩაერთნენ.

მოსწავლეებიი, მის ფარგლებში, გამართულ ანიმაციური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ, რომელიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქცენტს მოტივაციის აუცილებლობასა და ორგანიზებულობაზე აკეთებდა.

შემოთავაზებულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებთან ასევე მოეწყო დისკუსია, სადაც ბავშვებმა გამოკვეთეს პრობლემა, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბავშვებმა შექმნეს ბანერები და წარადგინეს პრეზენტაციაზე, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საპრეზენტაციო უნარებისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების დაუფლებას.

„პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ბანერები წარედგინათ ფართო საზოგადოებისთვის, რათა გაიზიარონ და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, შექმნან საერთო პროექტები, განვითარდნენ ტრენინგების, მასტერკლასების საშუალებით, მიიღონ მეტი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტში მონაწილეობისთვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა მათ ამ წარმატებას ულოცავს.

„პატარებმა უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც წარმატებული მომავლის საწინდარია და მადლობას ვუხდით პედაგოგებს შრომისა და ძალისხმევისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:












კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება