სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გრანდიოზული წინასაშობაო ღონისძიება
29-12-2023
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, 28 დეკემბერს, წინასაშობაო საზეიმო საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - ბავშვებმა მუსიკალური  კომპოზიციები, ლექსები, სიმღერები, საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა წარმატებულ ნომრებში, განსაკუთრებულად იგრძნობოდა მშობელთა მხარდაჭერა და თანადგომა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩანდა, ის თავდაუზოგავი შრომა, რაც მასწავლებლებმა ჩადეს ღონისძიების მომზადებაში. 

საშობაო საღამოს წამყვანები სკოლის კლუბისა და თვითმმართველობის წევრი უფროსკლასელი მოსწავლეები იყვნენ. სწორედ ისინი ცდილობდნენ მაყურებლისა და მონაწილეებისთვის მხიარული განწყობის შექმნას.

მაყურებლებს ახალი წელი მიულოცეს მასწავლებლებმა - მერაბ ნემსაძემ, თამარ გოგიტიძემ, დავით მესხიძემ. 

საზეიმო გარემოს საახალწლო დეკორაციებით გაფორმებაზე პედაგოგებმა იზრუნეს, თუმცა განსაკუთრებით გამოირჩეოდა დაწყებითი კლასების მასწავლებლის - მარინა ნოღაიდელის ორგანიზებით შექმნილი საოცარი ნამუშევრები.

ზეიმს განსაკუთრებული ელფერი შესძინა არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართულად წაკითხულმა ლექსებმა.

წლის მნიშვნელოვანი სასკოლო მიღწევები სკოლის დირექტორმა - ნანი ცივაძემ შეაჯამა, რასაც მაყურებლების ოვაციები მოჰყვა.

„საღამო მასწავლებელთა შორის განსაკუთრებული ერთსულოვნებით იყო გამორჩეული! სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და ყველა ჩართულ პირს, ვინც ღონისძიებაში მონაწილეობდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება