სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კინოჩვენება მოეწყო
29-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. მათ შორის, სკოლაში პროექტი - „კინო სკოლაში“ გრძელდება. 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო კინოჩვენება, რომელსაც კინომისიონერი ტარიელ დათიაშვილი უძღვებოდა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ფედერიკო ფელინის ფილმი - „გზა“ ნახეს. კინოჩვენება საინტერესოდ წარიმართა. ფილმის მსვლელობისას, შემეცნებითი დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა იმსჯელეს. რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა და რა არის ადამიანის მისია ცხოვრებაში

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფილმი „გზა“ ფედერიკო ფელინიმ 1954 წელს გადაიღო. მოგვითხრობს მოხეტიალე ცირკის ღატაკი მსახიობების, ძამპანოსა (ენტონი ქვინი) და ჯელსომინას (ჯულიეტა მაზინა) შესახებ. წარმოაჩენს ადამიანის არსებობას ამ სამყაროში: რა დანიშნულება აქვს მას, რა ზეგავლენა გვაქვს ჩვენ ერთანეთზე, რისთვის ვცხოვრობთ, რა ღირებულებებია ცხოვრებაში მთავარი. ფილმი მიგვანიშნებს, თუ რამდენად განსხვავებული არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი პრინციპებით და საშუალებებით ებრძვიან სევდას. ფედერიკო ფელინის ფილმი „გზა“ 1954 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გახდა „ვერცხლის ლომის” მფლობელი. 1957 წელს ფილმს მიენიჭა „ოსკარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და საუკეთესო სცენარისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება