| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად და დიდი მონდომებით არიან ჩართულნი.
ისინი ახალი წლის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში მათი აქტიური მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა საახალწლო ლექსები, სიმღერები შესანიშნავად წარადგინეს. მათ ასევე ფილმიდან - „უდიპლომო სასიძო“ და ანიმაციიდან „სიზმარა“ თეატრალური წარმოდგენა გამართეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. სკოლის მოსწავლეებს ასევე დადგმული ჰქონდათ იუმორისტული სკეტჩები.
ბავშვების განწყობა თოვლის ბაბუამ კიდევ უფრო აამაღლა, რომელმაც საჩუქრები დაურიგა მოსწავლეებსა და სტუმრებს.
სკოლის მოსწავლეებს ნომრების მომზადებაში ეხმარებოდნენ უფროსი პედაგოგები: მზიურა ნიჟარაძე, ინგა ონიანი, ეკა გვედანი და სკოლის დირექტორი მაია გველებიანი.
სასკოლო საზოგადოება ახალ 2024 წელს ყველას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელიწადს. პირველ რიგში, გისურვებთ მშვიდობას, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, უფლის წყალობას, წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა