სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია. პედაგოგები და სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ბავშვების საახალწლო განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან ღონისძიებებს ტრადიციულად სთავაზობენ.

არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი, სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელშიც დაწყებითი საფეხურის 14 ჯგუფის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

კარნავალში მონაწილე ბავშვებმა სტუმრებს შთამბეჭდავი სანახაობა უჩვენეს. მათ მრავალფეროვანი ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.

ზეიმმა დადებითი ემოციებით დამუხტა იქ მყოფი თითოეული ადამიანი.

როგორც დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე აღნიშნავს, საახალწლო ზეიმი ტრადიციულად უკვე მერვე წელია იმართება. მისივე თქმით, სკოლა ყოველთვის სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული და ცდილობს მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემისა, ზეიმი მაინც შედგა და სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დამდეგი 2024 წელი იზეიმეს.

„მადლობა, ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და იმ პედაგოგებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ჩვენი პატარების წარმოჩენისთვის. უშუქობის მიუხედავად, დღის ბოლომდე მოსწავლეების გვერდით იდგნენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზეიმის წამყვანებს: ანი ტორაძეს, ანი ცხაკაიას და მართა ჟორჟოლიანს“, - ამბობს დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ კარნავალი ადგილობრივმა ტელევიზიამაც გააშუქა

იხილეთ ასევე ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება