სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
28-12-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და კლუბ „აქტიური მოქალაქეების“ ჩართულობით, პროექტი - „ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ მიმდინარეობს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის წარმომადგენელთან - მარიკა ვაჭარაძესთან გაიმართა. ღონისძიება სწორედ ევროკავშირსა და იმ გამოწვევებზე მსჯელობას მოიცავდა, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშეა. მოსწავლეებმა კითხვები დასვეს, რასაც მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცა.

პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანია.

„ყველასათვის ცნობილი და სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველო ღირსეულად გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ქალბატონ მარიკა ვაჭარაძესთან შეხვედრაც სწორედ ევროკავშირსა და იმ გამოწვევებზე მსჯელობას მოიცავდა, რაც თითოეულ ჩვენთაგანს უდიდეს სიხარულთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც ანიჭებს. შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცა შეხვედრაზე დამსწრე სასკოლო საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება