სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“- თბილისის N107 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
28-12-2023
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლაში, ნანა ნაჭყებიას სადამრიგებლო მე-11ა კლასში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. ამჯერად კი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება - „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“ გამართეს. მოსწავლეები იმ ეპოქის შესაბამისად გამოეწყვნენ, რომანტიკოსთა ლექსები, წერილები წაიკითხეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე შესრულებული ჰანგები.

როგორც სკოლაში ამბობენ, მეთერთმეტეკლასელთა საკლასო გარემოც განსხვავებული და ფერადია. ისინი ამ სივრცეში ხელოვნების სიყვარულს ეზიარებიან, ფიქრობენ, იზრდებიან და ვითარდებიან. მათი ერთ-ერთი სალონური საღამოც - „ასე უყვარდათ უწინ“, ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.

„1841 წლის 28 მაისს ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისიდან ბიძას, გრიგოლ ორბელიანს წერდა: „ჩვენც ახალს სახლებში გადავედით, ანჩისხატის უბანში: უწინ რომ აფხაზი იდგა“. ეს ღონისძიებაც „სალონური ცხოვრება აივნებიან ქალაქში“ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა. ბავშვებმა წაიკითხეს რომანტიკოსთა ლექსები, წერილები.. სწორედ აქ დაწერა და წაუკითხა პირველად ბარათაშვილმა ეკატერინეს „საყურე“, „ბედი ქართლისა“... ერთმანეთს ენაცვლებოდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე შესრულებული ჰანგები.. შთამბეჭდავი იყო დავით დადიანისა და ეკატერინეს ქორწილი, ტატოს განცდები. „შენი სულის ობოლ სულის სალოცავად წინანდალი აღმართულა მარტო“...მეგრულ ენაზე შესრულებული „ვაგიორქო მა“, არიები, ცეკვების საოცარი შესრულება. იყო ზღვა ემოციები.
ბარათაშვილი ის პოეტია, რომელმაც სათავე დაუდო ევროპულ რომანტიზმს საქართველოში. სულ სხვა იდეები შემოიტანა. ტატომ თავის პოეზიაში იმედის ნაპერწკალი ჩადო, მომავლის იმედი გააჩინა. რაღაც გზებიც დასახა, როგორ უნდა მისულიყვნენ ყველაზე დიდ გამარჯვებამდე, რასაც თავისუფლების იდეა ერქვა! ვუსურვოთ ამ საოცარ ბავშვებს წარმატება! „არც კაცი ვარგა,რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“...თავისუფლების წყურვილი და სიყვარული მუდამ თან სდევდეს მათ ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება