სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული საახალწლო ღონისძიება და ემოციების ზღვა ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
28-12-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. პედაგოგები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ახალი წლისთვის სკოლა ლამაზად მოირთო. ამ სამზადისში მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ამ ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან დაკავშირებით,  I ბ კლასში, დამრიგებელ ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ფიფქებითა და ზღაპრულად ლამაზი ფერებით მორთული საკლასო ოთახი ჯადოსნურ სამყაროს უფრო ჰგავდა, სადაც ისმოდა I ბ კლასის მოსწავლეების საახალწლო სურვილები, ლექსები და სიმღერები. თვალს ახარებდა მათი შესრულებული ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.

სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილ მოსწავლეთა შემოქმედობითობამ მთელი სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა და დადებითი ემოციებით დამუხტა.

„პატარები გილოცავენ დამდეგ ახალ, 2024 წელს. ნანატრი ოცნებების ცხადში ახდენას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება