სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
28-12-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, ფიქრია ხუჯაძის სადამრიგებლო Xა კლასში პროექტი - „საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია განხორციელდა“. მოსწავლეებმა საკვლევ თემად უბისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აირჩიეს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

პროექტის მიზანი, სხვადასხვა კუთხით, კონკრეტული ძეგლის კვლევა იყო. მოსწავლეებმა, ძეგლის შესახებ, ისტორიული და მხატვრული ხასიათის ლიტერატურა მოიძიეს, შემდეგ კი შექმნეს პოსტერი.

საველე სამუშაოების ჩასატარებლად, მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ესტუმრნენ.

მათ ძეგლი შემდეგი პარამეტრებით აღწერეს:

1. ძეგლის გარემოსთან კავშირი;
2. ძეგლის ტიპის განსაზღვრა;
3. შიდა სივრცის აღწერა;
4. ფასადებისა და მათი შემკულობის აღწერა;
5. დაზიანებების აღწერა.

„ადგილზე მოხდა ფოტოფიქსაცია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ვიზიტი დაემთხვა უბისობის დღესასწაულისთვის მზადებას.
ჩატარებული სამუშაოების და კვლევის შემდეგ. მოეწყო პრეზენტაცია. მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელი შეფასებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მოსწავლეს, პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება