| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია, რომელშიც მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, საშობაო სიმღერები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებაზე დიდი ჟრიამული იყო, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა.
ეს დღე ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეთა გარდა, ასევე პედკოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ასეთი აქტიური ჩართულობისთვის სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის და ბედნიერ შობა-ახლა წელს უსურვებს.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა