სიახლეები
სიახლეები, სკოლები

2023 წლის სასკოლო აქტივობების შეჯამება - რას აღნიშნავდნენ სკოლებში?
04-01-2024
-
+


მორიგი წელი იწურება სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისებაში. ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტ თანამოაზრე სკოლას აერთიანებს, არაერთი წელია იქცა განათლების საინფორმაციო ჰაბად. სკოლები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, შეხედულებებს, ღონისძიებებს, აქტივობებს, ცვლიან ცოდნასა და გამოცდილებას. etaloni.ge-ს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხომ სწორედ სკოლების გაძლიერებაა, რაც წარმოუდგენელია სასკოლო ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის გარეშე. 

გარდა თანამოაზრეთა მასშტაბური რაოდენობისა, რეკორდულია იმ სასკოლო სიახლე-აქტივობების რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს საიტზე შუქდება. 2023-მა წელმა 19 089 სასკოლო ამბავი გააერთიანა. etaloni.ge ასევე ინტერესდება სკოლების დირექტორების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრება საიტზე ერთ-ერთი გამორჩეულად კითხვადი მიმართულებაა.  

შეჯამების სახით გვინდა გაგაცნოთ ის თემები თუ მოვლენები, რომლითაც წელს სასკოლო ცხოვრება გამოირჩეოდა. 

2023 წელის ერთ-ერთი პირველი, გამორჩეული და ორიგინალური აქტივობა არის ზამთრის სკოლა. პირველი ნახევრის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება კი - წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. 

მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენს თანამოაზრე სკოლებში კარგად ესმით, ამიტომ ზამთრის არდადეგების შემდეგ ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მოჰყვა. მასშტაბურ კამპანიაში საქართველოს არაერთი სკოლა ჩაერთო. 

ღონისძიებები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის მხატვრული ლიტერატურის შეყვარება იყო. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კლასის საათები, ღონისძიებები, პერფორმანსები, მოსწავლეებმა მათი შერჩეული ნაწარმოებები საჯაროდ წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

თებერვალში, ასევე, სკოლებში აქტიურად აღინიშნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე. ამ დღეს მიეძღვნა კინოჩვენება, ნახატების კონკურსი, კონფერენცია ...

თოვლის მოსვლით გამოწვეული სიხარული მთელ საქართველოს გაუზიარეს - მესტიის, წყალტუბოს, ოზურგეთის, წალენჯიხის, ამბროლაურის სკოლების მოსწავლეებმა. 

რა თქმა უნდა, 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს თითქმის ყველა სკოლაში, მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ამ ტრაგიკულ თარიღს მიუძღვნეს საინტერესო პროექტი, ღონისძიება, საინფორმაციო შეხვედრა, არაერთ სკოლაში დაეშვა სახელმწიფო დროშა

ხარისხიანი საგნობრივი ცოდნის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოება. შესაბამისად, სკოლებში აქტიურად გამოეხმაურნენ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

ტრადიციულად, გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები, მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

მოსწავლე-მასწავლებლებმა იზეიმეს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები. მარტის პირველი კვირა სკოლებში გაჯერებული იყო საზეიმო ღონისძიებებით, შემოქმედებითი აქტივობებით. ერთ-ერთ სკოლაში დღესასწაულებს ფესტივალიც კი მიეძღვნა. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, როგორიც 9 აპრილია. მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს

წელს, სკოლებში ასევე მასშტაბურად აღინიშნა დედაენის დღე. დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით იზეიმეს, ამასთან, ღონისძიებებს ჰქონდა, როგორც საზეიმო, ისე საგანმანათლებლო ხასიათი.

მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, რომ უმნიშვნელოვანესია, etaloni.ge -ს თანამოაზრე სკოლებში კარგად იციან, ამიტომ განსაკუთრებულად აღინიშნა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. მოეწყო დასუფთავების აქციები, მოსწავლეებმა იზრუნეს გარემოს გამწვანებაზე.

სკოლებში გრანდიოზულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს არაერთი პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. 

2023-2024 სასწავლო წელი თანამოაზრე სკოლებთან ერთად, ჩვენც საზეიმოდ დავიწყეთ და საზოგადოებას სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართული არაერთი საზეიმო მიღება გავაცანით. 

წელს, პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე ვიზეიმეთ. პედაგოგთა ღვაწლი განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში განუზომელია, etaloni.ge-მ სკოლებში გამართული არაერთი ღონისძიება გააშუქა და პედაგოგებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა. 

შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნებას მთელი საქართველოს სკოლებში შეასხეს ხოტბა. საკლასო ოთახებში დატრიალდა კახური, იმერული, მეგრული ...  შემოდგომის სურნელი  - დაიწურა ყურძენი, ამოივლო ჩურჩხელები, შესრულდა „მრავალჟამიერი“.

სკოლებში აქტიურად გამოეხმაურნენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსწავლე-მასწავლებლებმა საზეიმოდ აღნიშნეს. ასევე, გაიმართა თემატური კონფერენციები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები

2023 წელი კი სკოლებში საახალწლო ღონისძიებებით დაგვირგვინდა. 

etaloni.ge კი საახალწლო დღეებშიც უწყვეტად აგრძელებს, სკოლების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მოსწავლე-მასწავლებელთა მოტივაციას, სასკოლო ამბების გაშუქებას და ამ გზით ცოდნის პოპულარიზაციას, რათა სასკოლო საზოგადოებას უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეს - გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიება, პრეზენტაცია, განახორციელონ პროექტები. ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვის გავხადოთ ცნობილი.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება