| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N109 საბავშვო ბაღში რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა... აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი მანო გიორბელიძე ავრცელბს და იმასაც აღნიშნავს, რომ ბაღის დირექტორმა მასწავლებელს სასწაფოს გამოძახების ნება არ მიცა. ამასან, როგორც etaloni.ge - ს ბაღების სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე სპეციალისტები უკვე იყვნენ და ელექტროქსელი სრულად შემოწმეს და აღნიშნეს, რომ ტერიტორია საფრთხისშემცველი არ არის.
„მინდა შეგატყობინოთ, რომ N109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა... მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... 2 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა... ჯერ დაწამლეს ბავშვები, ახლა დენმა დაარტყათ და, ამას დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი და ჩვენმა დირექტორმა მშვიდად განაგრძოს თავისი უპასუხისმგებლობა... ანუ უნდა გავჩუმდეთ და ველოდოთ, როდის დაგვიდგება სავალალო შემთხვევა?!
ამას დამატებული, არ მისცეს უფლება, გამოეძახებინათ სასწრაფო და, რა თქმა უნდა, არცერთი მასწავლებელი ამას საჯაროდ „არ/ვერ" იტყვის, მაგრამ აზრი ერთია: მოხდა შემთხვევა და სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს. დენის დარტყმა ძლიერი იყო, მადლობა მასწავლებლებს, რომ ბავშვები გადარჩნენ. როგორ ჩაიბარა მერიამ ასეთი ბაღი? ან ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ან ვინ მფარველობს ამ დირექტორს ასე, რომ მშვიდად ზის თავის სკამზე - და ზის როგორ? როცა ასეთი შემთხვევაა, ადგილზე არ მოდის; დილიდან რამე რომ დაგჭირდეს, დირექტორს ვერ ნახავ, როცა უნდა მოდის და როცა უნდა მიდის... ამას დამატებული, სამუშაოები „სვარკით“ მიმდინარეობს სასწავლო საათებში - ამდენი ბავშვია ეზოში და ესენი ისე „სვარკაობენ“, ვითომ არაფერი... რატომ ხდება ეს ყოველივე საგაკვეთილო პროცესის დროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეზოში ბავშვები არიან?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?“ - სწერს მშობელი, მანო გიორბელიძე მთავარს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შენობაში არსებული ელექტროქსელის სრულად შემოწმდა. ამასთან, არც ერთ ბავშვს რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია და მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა.
„თბილისის N109 საბავშვო ბაღში ინციდენტთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბაღების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შენობაში არსებული ელექტროქსელის სრული შემოწმება. შემოწმდა მოაჯირის მდგომარეობაც, შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაკეთდა შეფასება და საფრთხისშემცველი არ არის. საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. ამასთან რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია ბაღში მყოფ არც ერთ პირს. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას