სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საცდელი ტესტირება მოსწავლეებისთვის - NAEC ინფორამაცის ავრცელებს
19-11-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველ თითოეულ მოსწავლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიაროს საცდელი ტესტირება. მოსწავლეს საშუალება ექნება წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება.    
     
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას.
 
საცდელი ტესტირების გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://olimp-test.naec.ge 20 ნოემბრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.(ბმული გააქტიურდება საცდელი ტესტირების დღეს). დღის ამ მონაკვეთში მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერი კომპიუტერიდან შევიდეს შესაბამის გვერდზე, პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს ,,საცდელი ტესტირება’’ და შეასრულოს დავალებები (სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).
 
დეტალური ინსტრუქცია:
 
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული: https://olimp-test.naec.ge 
 
ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: ,,პირადი ნომერი’’ და ,,პაროლი’’.
 
მოსწავლე ,,პაროლის’’ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს ,,გავეცანი’’  და აჭერს ღილაკს - ,,შესვლა’’. 
 
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს დაავიწყდა პაროლი, შეუძლია გამოიყენოს ღილაკი ,,პაროლის აღდგენა’’ და რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე მიიღებს განახლებულ კოდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს ახალი პაროლის შექმნას.
 
ტესტირების გვერდზე - ,,ჩემი ტესტები’’ - მოსწავლეს გამოუჩნდება საკუთარი სახელი-გვარი და ტესტი (,,საცდელი ტესტირება’’). თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, საჭიროა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს პირადი ნომერი.
 
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 
 
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს ,,დადასტურება’’, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, სხვა შემთხვევაში პროგრამა არ შემოგთავაზებთ მომდევნო დავალებას).
 
საცდელი ტესტირებისათვის განსაზღვრულია დრო (1 საათი). კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება საათი, რომელიც აჩვენებს ტესტირებისათვის დარჩენილ წუთებს.
 
გაითვალისწინეთ: სისტემიდან გამოსვლის შემთხვევაში პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან. პირადი ნომრისა და პაროლის შეყვანის შემდეგ პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.
 
ტექნიკური შეფერხების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია დაუკავშირდეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს, ნომერზე: (032) 2473333.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება