| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწვალეები თოვლმა ძალიან გაახარა, ისინი დიდი დავენების დროს გარეთ გავიდნენ და გაერთნენ.
ამ ყველაფერს თავის დღიურში მოსწავლე ანა ხარძიანი აღწერს. ის წერს, რომ მათი ყიჟინა მთელ სოფელში ისმოდა, მოსწავლეებმა მასწავლებლებიც აიყოლიეს.
„დღეს 30 იანვარია. წუხელ, როგორც იქნა, მოთოვა...
„დიდ დასვენებამდე“ რამდენიმე წუთით ადრე გაგვიშვეს და მთელი სკოლა მასწავლებლებთან ერთად საგუნდაოდ გავედით...
ეჰ, თოვლი ქვიშასავით ფხვიერია და გუნდებად არ იკვრება, ვერავის „დავცხეთ“. მიუხედავად დიდი სურვილისა, ჩვენი დამრიგებლისთვის ზურგში მაინც მოგვეხვედრებინა, არაფერი გამოვიდა... ჩვენი ყიჟინი მთელ სოფელში ისმოდა... მაგრამ როცა ჩვენს მასწავლებელს „სარმა“ გამოვდე და სქელ თოვლზე წავაქციე... გაკვირვებული მხოლოდ ეს ხარი დარჩა, სხვა არავინ...
ხვალ უფრო დიდ თოვლს გვპირდებიან...
ვაშა!
მთავარია, მასწავლებელმა ინებოს ჩვენთან ერთად გუნდაობა, ჩვენ, ყველამ ხომ სულმნათი აკაკის „სიზმარი“ ზეპირად ვისწავლეთ!.. სხვასაც ყველაფერს ვისწავლით...
არა? მაშინ... იქნებ, დიდი „გუნდების“ „დაშენის“ შიშით მაინც მეტ ხანს დაგვტოვოს თოვლთან ერთად...
ვნახოთ, ვნახოთ...
ხვალ...“,- წერს ანა ხარძიანი თავის დღიურში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას