| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესში ვკითხულობთ, რომ თვითშეფასების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია/დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეების შეუფერხებელ წვდომას თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, მხარეთა კონსულტირებას და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ მხარეებზე ზეწოლა.
დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ პირებს შეეზღუდოთ პროცესში მონაწილეობის უფლება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ელექტრონული სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის (evaluate.eqe.ge) გამოყენებით.
ხოლო თვითშეფასების პროცესში ჩართულნი არიან შემდეგი მხარეები:
ა) დაწესებულების დირექცია/ადმინისტრაცია;
ბ) მასწავლებლები - ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოსწავლეთა წარმომადგენლობა უნდა
მოიცავდეს ყველა კლასს და თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი
მოსწავლის მიერ;
დ) მშობლები/მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლები. წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს, ხოლო თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მშობლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
თვითშეფასების კითხვარის შევსების სახელმძღვანელო
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას