| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ფრენბურთელი გოგონების - ანასტასია ფოფხაძის, ნატალი ცაგარელის, ელენე მინაძის სპორტული წარმატებით ხარობენ.
2026 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, სადაც ქუთაისმა I ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობდა 3 გოგონა:
1. ანასტასია ფოფხაძე – მე-8/4 კლასი (დამრიგებელი: ნინო რატიანი);
2. ნატალი ცაგარელი – მე-8/6 კლასი (დამრიგებელი: ნათია გვილავა);
3. ელენე მინაძე – მე8/5 კლასი (დამრიგებელი: თამარ ტყაბლაძე).
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებსა და მათ გუნდს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებსა და მათ გუნდს“
მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების პატივისცემაზე
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას