| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყოველი დიდი გამარჯვება ერთი პატარა ნაბიჯითა და საკუთარი თავის რწმენით იწყება. სწავლის დროს დგება მომენტი, როდესაც ბავშვს სჭირდება დაინახოს, რომ მისი შრომა და მონდომება ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენისა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა უკვე დასრულდა, ცოდნის ნამდვილი ზეიმი გრძელდება. „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს 2026 წლის შემოდგომის სეზონი მოსწავლეებს გადამწყვეტ, ფინალურ გამოწვევას სთავაზობს - წინ ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის საგნობრივი ოლიმპიადებია - შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ აღმოაჩინოთ მშობლიური სიტყვის სიღრმე და რიცხვების ჯადოსნური სამყარო. გახსოვდეთ, აქ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების ჯეროვნად წარმოჩენა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული სიახლითაც გამოირჩევა - პირველად, ცოდნის ამ დიდ მარათონში პირველი კლასის მოსწავლეებიც ერთვებიან, ასე რომ, ოლიმპიადა უკვე I-XI კლასების ჩათვლითაა ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნიერების სამყაროში გადადგმული პირველივე ნაბიჯებიდან პატარებს ეძლევათ სტიმული, შეიყვარონ სწავლა.
„ეტალონის“ ონლაინ ოლიმპიადა მხოლოდ ტესტირება არ არის - აქ მოსწავლის ყოველი მცდელობა და შრომა ფასდება; ტესტის დასრულებისთანავე კი მონაწილე ხედავს ზუსტ ქულასა და დახარჯულ დროს, რაც მას ობიექტურ თვითშეფასებაში ეხმარება.
გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ სახელობითი სიგელი გადაეცემა ყველა მონაწილეს, რადგან გამბედაობა და მონდომება უკვე წარმატებაა.
ჩვენთან ოქროსა და ვერცხლის დიპლომების მფლობელთა ვინაობა საჯაროდ ცხადდება და მათი წარმოჩენა „ეტალონის“ ოფიციალურ გვერდებზე ხდება, რაც მოსწავლისთვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს ქმნის. უმაღლესი ქულის მფლობელების შესახებ ინფორმაცია კი ოფიციალურად იგზავნება განათლების სამინისტროსა და სკოლაში - ეს არის წარმატება, რომელიც შეუმჩნეველი არავის რჩება.
გახსოვდეთ: ტესტის უნიკალური სტრუქტურა მოსწავლეს არა მხოლოდ ფაქტების ცოდნას, არამედ ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს. ასე რომ, „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც ბავშვს თავდაჯერებულობას მატებს და მის მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.
ახალი გამარჯვებების დროა - სარეგისტრაციო ბმულები უკვე ხელმისაწვდომია!
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას