სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოგზაურობა სასიტყვეთში“ და „მხიარული რიცხვები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზამთრის სკოლა მოეწყო
16-01-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას აქტიური, მოტივირებული და მიზანდასახული დირექტორი და პედაგოგები ჰყავს, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მათთვის ზამთრის სკოლა გაიმართა. I-III კლასის მოსწავლეები პედაგოგების - იამზე წულუკიძისა და აზა ნაფეტვარიძის ხელმძღვანელობით, მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ. მათ გაწეული სამუშაო ტომსიკით - „რა მიგვაქვს?“ შეაფასეს. იყო მშობლების უკუკავშირიც. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში წიგნიერების დონე აუმაღლდათ და ტექსტის გაგება-გააზრების უნარები დახვეწეს. გარდა ამისა, მათ მათემატიკაში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს, ასევე სათანადო მათემატიკური პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს. 

მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„სკოლაში მუშაობა დაასრულა ზამთრის სკოლამ „მოგზაურობა სასიტყვეთში" და „მხიარული რიცხვები".
მშობლებმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს სკოლის დირექციის მიმართ. კერძოდ, ქალბატონ ფაქიზო ფანჩჯლიძისადმი, რადგან იგი ყველაფერს აკეთებდა ზამთრის სკოლის ფუნქციონირებისათვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ ზამთრის სკოლამ მიზანს მიაღწია. ბევრი ლამაზი სიტყვა ითქვა ზამთრის სკოლის მონაწილე მოსწავლეებისადმი. დღე კიდევ უფრო გაგვილამაზა ქალბატონმა ნინო ჯავახაძემ, რადგან მესამე კლასის ბავშვებს საშუალება მისცათ მათემატიკაში ინგლისურად ეაზროვნათ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ზამთრის სკოლა შეიცვლება ზაფხულის სკოლით და კიდევ უფრო ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება