სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაზაფხულის სასკოლო ფესტივალი თბილისის N62 საჯარო სკოლაში
16-03-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გაზაფხულსა და მის პირველ დღესასწაულებს შთამბეჭდავად შეხვდნენ. 

სკოლაში გაზაფხულის სასკოლო ფესტივალი გაიმართა. 

მუსიკის ჰანგებში გახვია სკოლა პედაგოგმა ნონა ტარიელაშვილმა, რომელიც უკვე ტრადიციად ქცეული საგაზაფხულო პროექტის ავტორია. მღეროდა ყველა, პირველი კლასიდან მეათე კლასამდე. ეს მელოდია გაზაფხულს, დედას, ქალს ეძღვნებოდა. 

„ასე ხვდება გაზაფხულს N62 საჯარო სკოლა. ორთვიანი თავდაუზოგავი მუშაობა გაზაფხულის ტრადიციული სასკოლო ფესტივალით დასრულდა.

ნაცნობი და ახალი ჰანგები ჟღერდა სცენიდან, გულს სწვდებოდა და თვალზე სიხარულის, ბედნიერების ცრემლს აჩენდა.

ემოციათა, გრძნობათა სისავსე აჩუქეს დედებს და დამსწრე საზოგადოებას ჩვენმა მოსწავლეებმა პროფესიონალი მასწავლებლის დახმარებით. მუსიკას აქვს დიდი ძალა, ეს ძალა ყველამ იგრძნო.

სასკოლო პროექტი, რომლის სულისჩამდგმელი ქ-ნი ნონა ტარიელაშვილია, უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა.

მოსწავლეებთან ერთად ჩვენი სკოლა ულოცავს ყველა ქალბატონს, დედას გაზაფხულს, 3 და 8 მარტის დღესასწაულს. გისურვებთ, მუდამ გემღერებოდეთ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება