სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი
12-11-2026
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პროექტ ,,სერტუსის’’ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების საფასურია:
სრული ტესტი (4 ნაწილი) - 100 ლარი.
კითხვა და ენის გამოყენება (Reading and Use of English) – 30 ლარი.
ლაპარაკის ნაწილი (Speaking) – 30 ლარი.
წერის ნაწილი (Writing) – 30 ლარი.
მოსმენის ნაწილი (Listening) – 30 ლარი.
გამოცდისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე - www.online1.naec.ge დღეიდან, 12 ნოემბრის 09:00 საათიდან დაიწყო და 23 ნოემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდა 25 ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
მორიგი ტესტირება 9 დეკემბერს არის დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 26 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება და 7 დეკემბრის 09:00 საათზე დასრულდება.
,,სერტუსის’’ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს.
მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ როგორც სრულად, ისე ცალკეული კომპონენტების მიხედვით. სრული ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია.
აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ და ასევე გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევისა და შეფასების პროცესში.