სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
13-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება.

სასკოლო საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეც არ დარჩენია ყურადღების მიღმა.

„სკოლაში, დირექციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა სიამოვნებით აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან აქ ოთხი მეცნიერი ქალბატონი მუშაობს: ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, დიდო ხაჩიძე, ნატალია მანდარია და მზია კუბეცია“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა - მინი კონფერენცია სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ გახსნა, რომელმაც კონფერენციის იდეის ავტორ ფიქრია გიორხელიძეს მადლობა გადაუხადა.

სკოლის სააქტო დარბაზში მასწავლებლები, საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ. ასევე, ღონისძიებაში ქალთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ქეთევან გაბრუაშვილი, ონლაინ ჩაერთო  რომელმაც მეცნიერ ქალბატონებს ეს დღე მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბი „ერთობას“ ლიდერმა, მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა მიქაბერიძემ პრეზენტაცია წარადგინა. მან ამ დღის ისტორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრას და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

მე-11 კლასის მოსწავლემ - მარი გოდოლაძემ კი ძვირფასი პედაგოგებისათვის მისალოცი ბარათები დაამზადა.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ ქალთა საბჭოს გაცემული მადლიერების სიგელები მეცნიერ ქალბატონებს გადასცა. ამის შემდეგ ყველა მეცნიერმა ქალატონმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომების მოკლე ანოტაცია წარმოადგინა.

მათ გაიხსენეს ის  ისტორიები და კურიოზები, რომლებიც ამ რთულ გზაზე გადახდათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება