| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა რადიოეთერში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შესახებ რამდენიმე განმარტება გააკეთა და იმავდროულად დაასახელა ის საგნები, სადაც მაღალი მთისა და შორეული ბარის სოფლების სკოლებში, მასწავლებლების ყველაზე დიდი დეფიციტია:
„მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი... ის საგნებია, სადაც კვალიფიციური კადრის ყველაზე დიდი დეფიციტია მთისა და შორეული ბარის სოფლის სკოლებში; აღარაფერს ვამბობ საბუნებისმეტყველო საგნებზე, რომლის სპეციალისტებიც ყველგან დეფიციტურია“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, აღნიშული პროგრამა მიმართულია მასწავლებელთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად და შერჩეულ 80 პედაგოგთან ორი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება - ერთი მასწავლებლის სახლთან, ხოლო მეორე სკოლასთან.
„დიდი დეფიციტები გვაქვს პედაგოგების, განსაკუთრებით მაღალმთიანი და შორეული ბარის სოფლების სკოლებში, თუმცა არის რეგიონებში საგნები, სადაც სპეციალისტების დეფიციტი საერთოდ არ გვაქვს - მაგალითდ არაქართულენოვან სკოლებში, ქართული ენის მასწავლებლების დეფიციტი საერთოდ აღარ არსებობს“, - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას