| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში. eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
სულ ახლახან, სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ევროპული წარმატება შეემატა.
სკოლის განხორციელებულმა, eTwinning-ის საერთაშორისო პროექტმა „AniMazing Adventures“ ევროპული ხარისხის ნიშანი (European Quality Label) მოიპოვა.
ევროპული ხარისხის ნიშანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ადასტურებს პროექტის მაღალ ხარისხს, პარტნიორ სკოლებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას, ინოვაციურ მიდგომებსა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. ეს ევროპულ დონეზე შეფასებული და აღიარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგია.
პედაგოგ დიანა ნემსიწვერიძის საავტორო პროექტმა - „AniMazing Adventures“ მოსწავლეები ანიმაციის ჯადოსნურ სამყაროში გააერთიანა. პროექტის განხორციელებაში მასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგები - ნინო ახალაძე, ანა ჯანელიძე, ანა სილაგაძე და ირინე ლომთაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ევროპელ თანატოლებთან თანამშრომლობით ბავშვებმა შექმნეს ციფრული ისტორიები, კომიქსები და ანიმაციები, განივითარეს ენობრივი, ციფრული და თანამშრომლობითი უნარები.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მოსწავლეების მონდომება, შემოქმედებითობა და აქტიური ჩართულობა, რომლებმაც ეს ევროპული თავგადასავალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა!
ვულოცავთ პროექტის მონაწილეებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან ევროპულ აღიარებას!
AniMazing Adventures - ერთად ვქმნით, ერთად ვსწავლობთ, ერთად ვაღწევთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ევროპული ხარისხის ნიშანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას