სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
19-09-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში, პირველკლასელთა საზეიმო მიღება მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამზადისმა და შეხვედრამ დიდი ოვაცებით, მხიარულად ჩაიარა, ბოლოს კი, ურთიერთგაცნობით დაგვირგვინდა. 

პირველკლასელები სასკოლო ცხოვრებაში აციმციმებული თვალებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, პირველი დღე კი, მათთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა. 

სკოლის დირექტორმა - ლალი მელივამ, პირველკლასელებს და მათ მშობლებს კლასის დამრიგებლები - ეკა ბიბილური და ნინო გაგოევი წარუდგინა. ასევე, გააცნო საგნის პედაგოგები, აღსანიშნავია, რომ გაცნობის პირველი ეტაპი ძალიან სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა.

ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები დამსწრე საზოგადოებას კი, შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს საკლასო ოთახში დახვდათ წიგნები, მაისურები და მრავალფეროვანი საჩუქრები.

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება