სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის
19-11-2026
-
+


ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს, რომლის მიხედვით ცვლილებები შეეხება, როგორც უცხოური საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას, ისე სკოლების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სტანდარტების განსაზღვრას. 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადი განათლების პროგრამების განხორციელებისთვის უცხოურ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმება აღარ იქნება საჭირო. მის ნაცვლად, უცხოურ ინსტიტუტს აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

ხოლო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებში უფლებამოსილებები გადანაწილდა შესაბამის უწყებებზე. ასევე, სკოლის შენობების სამშენებლო სტანდარტები დამტკიცდება მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით, რაც მათ შესრულებას სავალდებულოს გახდის. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების გაფორმების მექანიზმს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტის აღიარება ჩაანაცვლებს და აღიარების საპროგნოზო მოცულობა, რომელიც დადგინდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სავარაუდოდ განისაზღვრება 2 500 ლარის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ამოქმედების დროისთვის ცენტრს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ექვს ორგანიზაციასთან, მოსალოდნელია ექვსი განაცხადის მიღება, რაც აღიარების მომსახურების საფასურის გადახდიდან ცენტრის საკუთარი შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს 15 000 ლარის ოდენობით, რომლის 10%-იც შემდგომ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე, ექსპერტების შრომის ანაზღაურებიდან გადახდილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი.

ამრიგად სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროეტის მიღება დადებით ზეგავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე წელს ისე საშუალოვადიან პერიოდში. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

შეხვედრაზე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება