| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასკოლო ფორმა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთიანი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა - აღნიშნავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა.
მისი შეფასებით, სასკოლო ფორმების შემოღება დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეამცირებს მოსწავლეებს შორის სოციალურ განსხვავებებს, ამასთანავე ხელს შეუწყობს დისციპლინასა და სკოლისადმი კუთვნილების განცდის გაძლიერებას.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა.
სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ღირებულებების ჩამოყალიბების სივრცეა. სასკოლო ფორმა კი ამ ყველაფრის ერთგვარი სიმბოლო შეიძლება გახდეს.
პირველ რიგში, ფორმა შეამცირებს მოსწავლეებს შორის სოციალურ განსხვავებებს, კონკურენციას ჩაცმულობის მიხედვით და არასასურველ შედარებებს. ბავშვებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, ვის რა აცვია და ვისი სამოსია უფრო ძვირადღირებული. ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იგრძნობს თავს.
გარდა ამისა, სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და სკოლისადმი კუთვნილების განცდის გაძლიერებას. ბავშვი, რომელიც სკოლის ფორმას ატარებს, თითქოს კიდევ ერთხელ აცნობიერებს, რომ ის დიდი და მნიშვნელოვანი საზოგადოების ნაწილია.
ყველა ვთანხმდებით, მოსწავლეებიც, მშობლებიც,მასწავლებლებით, რომ ფორმა არის კომფორტული, თანამედროვე, ესთეტიკური და ხელმისაწვდომი.
მჯერა, რომ სკოლაში მთავარი მოსწავლის ცოდნა, ნიჭი და პიროვნული ღირსებაა და არა ის, თუ რა აცვია მას. სასკოლო ფორმა კი სწორედ იმის შეხსენება უნდა იყოს, რომ სკოლის კედლებში ყველა ბავშვი თანასწორია.
თანაბარი შესაძლებლობები, ერთიანი სასკოლო გარემო და განათლება - აი, რა უნდა გვაერთიანებდეს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი და დასძენს, რომ ფორმების შემოღებას მთელი სასკოლო საზოგადოება სიხარულით შეხვდა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
არტიუშმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
პატარები პირველ ასო-ბგერებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას