სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

უპირატესობა კვლავ ხელით წერას, ფურცელსა და კალამს მიენიჭა - რატომ თქვა უარი ცნობილმა ბრიტანულმა სკოლამ ციფრულ ტექნოლოგიებზე?
14-11-2026
-
+


დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში გადაწყვიტეს ქაღალდსა და კალამს დაუბრუნდნენ. ვინჩესტერის კოლეჯმა გაკვეთილებსა და საშინაო დავალებების მომზადებისას ლეპტოპების გამოყენება შეზღუდა. სკოლის ხელმძღვანელობის შეფასებით, ციფრული მოწყობილობები მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს და სასწავლო პროცესზე კონცენტრირებაში უშლის ხელს.

როგორც Daily Mail წერს, ახალი წესები ჰემფშირის საგრაფოში მდებარე ვინჩესტერის კოლეჯი (Winchester College) ამოქმედდა. სკოლაში 13-დან 18 წლამდე მოზარდები სწავლობენ.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძოს სკოლის დირექტორის, ელიზაბეთ სტოუნის აზრით, მხოლოდ სმარტფონების გამოყენების შეზღუდვა საკმარისი არ არის, თუ მოსწავლეებს ლეპტოპების იმავე მიზნებით გამოყენება შეეძლებათ. მისი თქმით, მასწავლებლებმა გაკვეთილების დაწყებიდან პირველი ათი წუთის განმავლობაში ინტერნეტაქტივობის მკვეთრი ზრდა შენიშნეს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილის დაწყებისთანავე ელექტრონულ ფოსტასა და სხვა ონლაინსერვისებს ამოწმებენ.

სტოუნმა ასევე აღნიშნა, რომ ლეპტოპები მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს. დავალებაზე კონცენტრირების ნაცვლად, მოსწავლეებს შეუძლიათ, პარალელურად მიმოწერა აწარმოონ, YouTube-ზე ვიდეორგოლებს უყურონ.

დირექტორის თქმით, ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები უკეთ კონცენტრირდებიან და სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი. 

რა წესები მოქმედებს მოსწავლეებისთვის?

სკოლამ მოსწავლეთა ასაკის მიხედვით განსხვავებული მოთხოვნები დააწესა:

მე-9 და მე-10 კლასელებმა ყველა საშინაო დავალება ქაღალდზე, კალმით უნდა შეასრულონ. უფროსკლასელებს ლეპტოპის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მასწავლებელი ჩათვლის, რომ ტექნოლოგია სასწავლო დავალების შესრულების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 მასწავლებლებს კი ურჩიეს, ლეპტოპი ყველა დავალების შესრულების სტანდარტულ საშუალებად არ გამოიყენონ.

თუ სამუშაოს ციფრული მოწყობილობების გარეშეც შესრულება შესაძლებელია, უპირატესობა ამ მეთოდს უნდა მიენიჭოს.

1382 წელს დაარსებული სკოლა-პანსიონში ლეპტოპების გამოყენების შეზღუდვის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მთავრობის მიდგომა სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოებას ითვალისწინებს. 2026 წლის აპრილში განათლების მაშინდელმა მინისტრმა ბრიჯიტ ფილიპსონმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოების პროგრამა დააანონსა, რომლის ბიუჯეტიც 23 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 

წყარო Daily Mail. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება