სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საახალწლო ღონიძიება ზემო ნატანების საჯარო სკოლაში
28-12-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებაზე ასევე მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია სადრაძემ და მარიამ ლომაძემ თავიანთი ნახატი „საახალწლო სურათი“ წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ქეთევან ანთაძე ( I კლასი), მარინე იმნაძე ( II კლასი), თამარ ხომერიკი ( III კლასი), ცისანა გოგოტიშვილი ( IV კლასი), ნანი ნიკოლაშვილი (V კლასი), მზია ხუჭუა ( VI კლასი).

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება