სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
28-12-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება მოეწყო.

V კლასის დამრიგებელმა - ქეთევან ნადირაშვილმა თავის სადამრიგებლო კლასში, მშობლების თანადგომით, საახალწლო კარნავალი და ალაფურშეტი გამართა. ღონისძიებაზე სკოლის დირექტორი და სკოლის პედკოლექტივი იყვნენ მიწვეულნი.

ფერადი და მრავალფეროვანი აქტივობები ღონისძიებას მეტ ელფერსა და ხალისს სძენდა. საახალწლო გარემო ფერადი ფარაფატა კაბების შრიალით იცვლებოდა. მოსწავლე გოგონებმა და ბიჭებმა სხვადასხვა ცეკვა - „სამაია“, „ციგანკური“, „ქართული“, „ნელი ვალსი“ და სხვა შეასრულეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ბიჭების მამაცური მინი სკეტჩები მრავლისმთქმელი და საინტერესო იყო.

კლასის დამრიგებლის საახალწლო გამოცანებს ემოციებისა და ჟრიამულის გარეშე არ ჩაუვლია. კითხვა არ იყო დასმული, რომ მოსწავლეებს ყველას პასუხი მზად ქონდათ. სწორი პასუხის ავტორები მასწავლებილის მომზადებული საახალწლო საჩუქრებით დაჯილდოვნენ. მხატვრული ლექსის კარგად წაკითხვისთვის, მოსწავლეებს სიმბოლური სუვენირები გადეცათ.

აღსანიშნავია, რომ კარნავალის მიმდინარეობაში სხვადასხვა კლსის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. ღონისძიებაში უფრო აქტიური ჩართულობისთვის, კლასის დამრიგებელმა მშობლებისთვის სახალისო კითხვები მოამზადა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მშობლები, რომლთაც სამახსოვრო სიმბოლური საახალწლო სათამაშო გადაეცათ. ბლიც-კითხვაში მასწავლებლები მონაწილეობდნენ, შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომლსაც სიმბოლური სათამაშო გადაეცა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ერთმანეთს „სეკრეტ სანტას“ საჩუქრები ნაძვის ხესთან, საზეიმო ვითარებაში, გადაცეს.

„ყველაფერი მხიარული საახალწლო, ლამაზი სიმღერითა და ცეკვით დასრულდა, რაშიც მშობელი და მასწავლებელი აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იქ მყოფ ყველა მონაწილეზე. სკოლის დირექცია გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ 2024 წელს.
გისურვებთ წარმატებებს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება