| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
ახლახან, VIგ კლასში, ისტორიაში (მასწავლებელი იზოლდა ჯანგავაძე, დამრიგებელი მანანა წულაია) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „კულტურის ძეგლები აფხაზეთში“. დამუშავდა სამიზნე ცნებები - დრო და საზოგადოება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთ ნაშრომში გამოკვეთეს აფხაზეთი, როგორც კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი მხარე, ქრისტიანული კულტურის ძეგლები, როგორც ქართული საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშები.
პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა წარმატებით უპასუხეს დასმულ კითხვებს.
გაკვეთილს ესწრებოდა სასწავლო ნაწილი ქალბატონი დალი სილაგაძე და ისტორიის მასწავლებელი თეა ბობოხიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა