| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, Vა და Vბ კლასებში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე -„იმერეთი“ (Vა კლასის დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი, Vბ კლასის დამრიგებელი - სოფიო სოფრომაძე, ჩვენი საქართველოს მასწავლებელი - შორენა ბუიღლიშვილი).
მოსწავლეებმა ისაუბრეს და წარმოადგინეს იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, ასევე მღვიმეები - სათაფლია, პრომეთე, ნავენახევი.
მათ პრეზენტაციები გააკეთეს იმერეთის ბუნებრივი გეოგრაფიული გარემოს, დასახლების ტიპების, მეურნეობის დარგების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
როგორც სკოლაში აღნიშნევენ, აღნიშნული აქტივობით პროექტში მონაწილე ბავშვებმა ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთთან ურთიერთობა, დახმარების გაწევა, კომუნიკაბელურობა, თავიანთი ინტერესებისა და სხვისი აზრის გაზიარება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა