სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში 2023 წლის საუკეთესო კათედრა დასახელდა  
27-12-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში წელს აჯამებენ, მიღწევებს აფასებენ და ახალ მიზნებსა და გეგმებს სახავენ. 

სკოლაში, 2023 წლის საუკეთესო კათედრად დასახელდა, ესთეტიკური, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა და მისი თავმჯდომარე სოფიო ჯიბლაძე, კათედრის წევრები რამინ კორძახია, გულისა კიზირია.

კათედრა თავის მუშაობას წარმართავს წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კათედრის წევრები გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს, ატარებენ ღონისძიებებს, კოორდინირებულად მუშაობენ სხვა კათედრებთან, თანამშრომლობენ მათთან - მუსიკალურ და მხატვრულ გაფორმებაში ეხმარებიან. მათი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო შემოქმედებით კონფერენციაში, კოლეგებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

კათედრის თავმჯდომარე სოფიო ჯიბლაძე ესწრება გაკვეთილებს და თავის გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში მუშაობს ხატვის წრე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან III-IV-V-VI კლასების მოსწავლეები.

კათედრა სკოლაში წარმატებით ახორციელებს არაფორმალური განათლების აქტივობებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კათედრის თავმჯდომარე სოფიო ჯიბლაძე ხელმძღვანელობს ხატვის წრეს, III-IV-V-VI კლასებს, კათედრის წევრი გულისა კიზირია სათავეში უდგას მუსიკის წრეს - „ხელოვნება მუსიკაში“ II-III-IV-V-VI კლასების მოსწავლეთა ჩართულობით, რამინ კორძახია ხელმძღვანელობს სპორტის წრეს - „სპორტი ჯანმრთელობაა“, რომელშიც ჩართულნი არიან V-VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები. 

კათედრის წევრთა ჩართულობით სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები - „შემოდგომა მიიწურა“, „გმადლობთ მასწავლებელო“, „სპორტის კვირეული“, „გიგას თასი“, „მათემატიკის სამყარო“ და „მრავალ ახალ წელს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება