სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა 
27-12-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში, დირექტორ ზურაბ ქისტაურის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

აქ მოსწავლეთა მოტივირებისა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი გამორჩეული აქტივობა ტარდება.

პედკოლექტივი მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მათი განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს.

მართლაც, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო, შემოქმედებითი და მამოტივირებელი აქტივობებით იყო გაჯერებული.

სულ ახლახან, მესამე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და მოსწავლეთა ინიციატივით, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. შეიქმნა ჟიური, რომელშიც ზემოხსენებული სკოლის სამი პედაგოგი გაერთიანდა.

საკონკურსო ტექსტად შეირჩა ამონარიდი (ერთი აბზაცი) გიორგი ლეონიძის მოთხრობიდან -„დეიდა მაიკო“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველას უნდოდა, ლამაზად დაეწერა და საპრიზო ადგილი დაეკავებინა, ამიტომ თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა ხალისით ჩაერთო კონკურსში.

ისინი დიდი მონდომებით წერდნენ და თან ცდილობდნენ - ჟიურისთვის, პედაგოგისა და სტუმრებისთვის თავი და საკუთარი ნამუშევარი მოეწონებინათ.

ჟიურიმ (პედაგოგები: ნათია ჭინჭარაული, მარეხ დიდებაშვილი, მზია მესხიშვილი) კონკურსის შედეგები შეაჯამა და საპრიზო ადგილებიც გაანაწილა.

„აღსანიშნავია და სასიხარულო, რომ ისეთი ლამაზი ნამუშევრები იყო, ყველამ საპრიზო ადგილები გადაინაწილა და, ფაქტობრივად, მეოთხე ადგილზე არავინ გასულა. განსაკუთრებულად ლამაზი ნამუშევრები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: ელენე ბუჯიაშვილმა, აიტაჯი ჯაფაროვამ, რუგაია ბაირამოვამ, გიგა გიგაურმა, იოანე ჩაჩაურაშვილმა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კონკურსს ესწრებოდნენ მესამეკლასელთა მშობლები.

საპრიზო ადგილების მფლობელი და კონკურსის ყველა მონაწილე ბავშვი სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა - ზურაბ ქისტაურმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კი ნაძვის ხის მოსართავები და საკანცელარიო ნივთები აჩუქა პატარებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება