სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საახალწლო მეჯლისი ნაძვის ხეების ხეივანში“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ საშობაო ჟრიამულია
27-12-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ დიდი საახალწლო ჟრიამულია, მოსწავლეთა დიდი ჩართულობით, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი საახალწლო მეჯლისი მოეწყო.

საახალწლო მეჯლისი ლამაზ გარემოში, ღია ცისქვეშ, „ანაბასისის“ ეზოში, ნაძვის ხეების ხეივანში, დაწყებითი საფეხურის კათედრამ გამართა.

ზღაპრულ დღეს, მოსწავლეებისთვის საყვარელი პერსონაჟები ახალისებდნენ, ვის აღარ ნახავდით მწვანე ხეივანში: პატარა სანტებს, ფიფქიებს, პრინცებს, ჯუჯებს თუ  ზღაპრის სხვა გმირებს.

ყველა კლასი თავის მომზადებულ ნომერს მთელი გულით სთავაზობდა მაყურებელს. საერთო მხირულებას და სადღესასწაულო განწობას ქართველი თოვლის ბაბუასა და უცხოელი სანტას  სტუმრობა მეტ ხიბლს მატებდა, მათი როლები კი მე-10 კლასის მოსწავლეებს: სანდრო ვარდოსანიძესა და ნიკა ჩინჩალაძეს ჰქონდათ მორგებული. 

„ახალი წელი ყველასათვის სანატრელი დღესასწაულია“, -  ასე სჯერათ Iა კლასის მოსწავლეებს, როგორც თავად აღნიშნეს, ამ დღეს არ უნდა იყოს მოწყენილი სახეები. თავიანთი განწყობა პატარებმა ცეკვით გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ მათ მასწავლებლები; ლოლიტა ნებიერიძე და მეგი დეკანოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

Iბ კლასის მოსწავლეებმა სიმღერაზე - Jingle Bells შეასრულეს შთამბეჭდავი ცეკვა, მასწავლებლების: ლანა ჩუბინიძესა და ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით, მათმა წარმოდგენამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

IIა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ქორეოგრაფიული ნომერი მუსიკალური კლიპის - „შოკოლადი“, მიხედვით. მათი ხელმძღვანელი კი, შორენა მუმლაძე გახლდათ. 

IIბ კლასმა თავიანთი ზღაპრული სურვილები, დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრით გაუმხილეს, გულწრფელმა და შთამბეჭდავმა ნომერმა დამსწრეთა ოვაცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი მარიამ ჭულუაძე გახლავთ.

საერთო მხიარულებას IIIა კლასის მოსწავლეები სიმღერითა და ცეკვით, პედაგოგის - თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, შეურთდნენ.  

IIIბ კლასის მოსწავლეებმა სიმღერაზე - last Christmas, წარადგინეს მუსიკალური ნომერი, პედაგოგის - ნერი გოგნაძის ხელმძღვანელობით. 

IVა აკლასის მოსწავლეებმა, საზეიმო განწყობის ასამაღლებლად საახალწლო ფლეშმობით წარადგინეს თოვლის ფანტელების ცეკვა, რომელსაც პედაგოგები: ლოლიტა ნებიერიძე და მეგი დეკანოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

IVბ კლასის მოსწავლეები ღონისძიება მუსიკალური ნომერით გაამრავალფეროვნეს, რომელიც ესპანურ სიმღერაზე - Feliz Navidat, დაყრდნობით შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - მარიამ ჭულუხაძემ პოლიეთილენის ბოთლებს მეორე სიცოცხლე შთაბერა და ნაირფერად შემოსა ნაძვის ხეები.​

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ანაბასისის“ ამაღლებულ საახალწლო განწყობას კარგად ასახავს ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ეკატერინე ორბელაძის ვიდეორგოლიც. 

ჯადოსნური გარემო, თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი, აცეკვებული და ამღერებული მოსწავლეები, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები და ამაღლებული განწყობა - ასე ჯადოსნური ამბებია,  კერძო სკოლა „ანაბასისში“. 

ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია დადებითად აფასებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, დამდეგ შობა - ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით ულოცავს. 

„ალბათ ყველას გახსოვთ ისტორია რატომ აქვს ყოველ ყოველ ქრისტეშობის ღამეს, ნაძვის ხეს უამრავი საჩუქარი უფლისათვის! წინასაახალწლოდ მოირთო და მოიკაზმა „ანაბასისელი“ ნაძვის ხეები. ბევრი სამკაული მასწავლებლებმა და მოსწავლეეებმა ერთად შექმნეს. ლამაზად მოგვილოცეს ჩვენმა პატარებმა  შობა - ახალ წელი, გვისურვეს  ბედნიერებით, სიხარულით, წრფელი სიყვარულით და ნათელი მომავლით სავსე წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეორგოლი: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება