სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მკითხველთა კლუბს მე-7 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ და ბესტსელერი წიგნი განიხილეს
27-12-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერი მოსწავლეები იზრდებიან. პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის მიზანი სწორედ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაა. კლუბს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატუტის მასწავლებელი მზია ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს.

ახლახან, ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბს მე-7 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ განიხილეს ონჯალი რაუფის ბესტსელერი „ბიჭი ჩვენი სკოლის ბოლო მერხზე“

პატარა მკითხველებმა დიდი ხალისითა და მონდომებით ისაუბრეს, იმსჯელეს, გაიაზრეს და შეაფასეს წაკითხული წიგნი. ყურადღება გაამახვილეს ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორებიცაა: სიკეთე, მეგობრობა, თანადგომა, ტოლერანტობა.

მათი საყვარელი პერსონაჟები გახდნენ ალექსა, ჯოზი, მაიკლი, ტომი, აჰმეტი.

აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მკითხველთა კლუბის წევრები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება